დილის რადიო

23 ნოემბერი 2020, 10:19 12309 ნახვა

დილის რადიო

23  ნოემბერი 

გადაცემის სრული ჩანაწერი 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან , სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად, გაბრიელ ღვინიანიძის ვლოგი , დღის კალენდარი, ჰოროსკოპი , ინტერნეტ სიახლეები 

27-28 ნოემბერს ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“ ფესტივალ „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ ახორციელებს. „ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებული ქვეყნების ათეულობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება. საერთო-ევროპულ ფესტივალს საქართველო წელს პირველად უერთდება პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ ,რომლის ფარგლებში ძირითადი ღონისძიებები ბათუმშიც ჩატარდება.  დილის რადიოს სტუმარი: ნათია წიკლაშვილი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი