#ფესტივალი „ევროპელ მკვლევართა ღამე“ #მსოფლიო თრეველ, ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის სამიტი

27 ნოემბერი 2020, 17:32 18083 ნახვა

#ფესტივალი „ევროპელ მკვლევართა ღამე“ #მსოფლიო თრეველ, ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის სამიტი

#კონტაქტი

დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ საერთაშორისო პროექტებზე , რომელშიც საქართველოცაა წარმოდგენილი

27-28 ნოემბერს ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“ ფესტივალ „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ ახორციელებს.

საერთო-ევროპულ ფესტივალს საქართველო წელს პირველად უერთდება პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“,რომლის ფარგლებში ძირითადი ღონისძიებები ბათუმშიც ჩატარდება..

"კონტაქტის" სტუმარი იყო ნათია წიკლაშვილი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო მსოფლიო თრეველ, ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის სამიტს, რომელშიც 100 ქვეყნიდან 300 ზე მეტი სპიკერი მონაწილეობს და მათ შორის ერთი ბათუმელია."კონტაქტის" სტუმარი იყო სამიტის მონაწილე , აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსი მიხეილ კოპლატაძე.