#10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დღე #პროექტი „ ქალთა დემოკრატიული ჩართულობა“.

10 დეკემბერი 2020, 17:28 18340 ნახვა

#10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დღე #პროექტი „ ქალთა დემოკრატიული ჩართულობა“.

#კონტაქტი

1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ შეიმუშავეს. 1950 წელს, აღნიშნული დეკლარაციის გათვალისწინებით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას“ მოეწერა ხელი, 10 დეკემბერი კი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.

დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ადამიანის უფლებებზე კოვიდ 19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში . გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო პროექტს „ ქალთა დემოკრატიული ჩართულობა“.

„კონტაქტის „ სტუმრები იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე პაატა დიასამიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსა“-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ლია ფუტკარაძე .