VAQO (ვახტანგ ქანთარია) ლუკა მამნიაშვილი

23 იანვარი 2021, 16:47 3689 ნახვა

VAQO (ვახტანგ ქანთარია) ლუკა მამნიაშვილი

VAQO (ვახტანგ ქანთარია) - ვახო მუსიკალურ კარიერას 13-14 წლის ასაკში ძმასთან, თემოსთან ერთად იწყებდა. მათი ერთობლივი ქართულენპვანი პროექტი The W სატელევიზიო მუსიკლური შოუს წყალობით 2012 წლიდან ყურადღების ცენტრში მოექცა.
მას შემდეგ რაც  ძმა ჩამოსცილდა მუსიკალურ მოღვაწეობას, ვახომ სოლო რეპერტუარზე მუშაობა დაიწყო და უკვე 2018 წელს ორდისკიანი ალბომიც „ეგზისტენციალური ცდომილებები“ ჩაწერა.
მუსიკალურ მიმართულებად VAQO-მ ფსიქოდელიური როკი აირჩია. თუმცა უფრო მსუბუქი მუსიკის წერაზეც არ ამბობს უარს.
მომდევნო წელს თურქული ლეიბლი Tarla Records გამოსცემს ვახოს ქართულენოვან ალბომს.


ლუკა მამნიაშვილი - ვოკალისტი, სიმღერების ავტორი და გიტარისტი ლუკა მამნიაშვილი ფართე მსმენელმა გაიცნო როგორც ჯგუფ The Black Marrows ვოკალისტი.  საკუთარი მუსიკის წერის სურვილმა ის დამოუკიდებელ ავტორ-შემსრულებლად განავითარა და რამდენიემწლიანი საკონცერტო და სტუდიური მუშაობის შემდეგ წელს პირველი სოლო, მცირე ალბომი Empty Papers გამოსცა.