რობი კუხიანიძე, გიორგი მირიანაშვილი

06 თებერვალი 2021, 17:07 3836 ნახვა

რობი კუხიანიძე, გიორგი მირიანაშვილი

რობი კუხიანიძე - რობი კუხიანიძის და ჯგუფ „აუთსაიდერის“ სახელი პირველია, რომელიც ქუთაისურ ალტერნატიულ სცენაზე და ქართულ პანკ მიმართულების მუსიკაზე საუბრისას გახსენდებათ. ეს გასაკვირი არცაა - 1980-იანი წლებში დაწყებული ეს ამბოხი დღემდე გრძელდება და რობი კუხიანიძის მუსიკას დღეს ახალი თაობა ისმენს.

gMirian (გია მირიანაშვილი) - გია მირიანაშვილი მუსიკას როგორც ჰობის ისე განიხილავს, თუმცა მისი მიდგომა, რომელიც მის კომპოზიციებსა და სიმღერებში იგრძნობა, მეტად პროფესიონალურია. ის ამ გზას 1990-იანების ბოლოსკენ დაადგა - გიას პირველი სიმღერები სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა და გამომზეურებას საკმაოდ დიდი ხანი ელოდნენ: გია მირიანაშვილის ალბომი „?!“ ფსევდონიმით gMirian შარშან ზაფხულს გამოიცა.