ჰაერში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის - სახელმწიფო პროგრამის შემუშავება
რამოდენიმე ხნის წინ გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ეროვნული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ამ შედეგების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გეგმავენ შეიმუშაონ ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების დადგენას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს, ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით;
რა როლი ექნება ამ პროცესში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, გადაცემის სტუმარია: ნოე მეგრელიშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი