მარტში უკვე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, გადამფრენ ფრინველებზე კონტროლს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ამკაცრებს
„აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. რიგ შემთხვევებში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას".
აღნიშნულ საკითხებზე, სატელეფონო ჩართვით კითხვებზე გვპასუხობს - ნონა ხელაია - გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.