,,აჩუქე პლანეტას ერთი საათი“ 24 მარტს ,,დედამიწის საათი“ აღინიშნება
24 მარტს დედამიწის საათი აღინიშნება, საქართველო მსოფლიოს “დედამიწის საათის” აღნიშვნის ყოველწლიურ ტრადიციას უერთდება, რომლის ორგანიზატორიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდია და ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
კონკრეტულად რა დაიგეგმა წელს, როგორ დაიგეგმა და როგორ უნდა მოვიქცეთ 24 მარტს ამ ყველაფერზე გადაცემაში საუბრობს - კახა მდივანი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი