პანდემია და ტურიზმი
# კონტაქტი
კოვიდ -პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრია სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა . ის რეალობა, რომელშიც ეს სფერო აღმოჩნდა , შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკაზე აისახა.
შარშან ძირითადი აქცენტი შიდა ტურიზმზე გაკეთდა. ახლოვდება 2021 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი. ამ ეტაპზე რა არის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრიორიტეტები და რა პროექტები განხორციელდება -ამაზე დღევანდელი, 2 აპრილის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუმარი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.