ბათუმის დრამატული თეატრის ახალი სპექტაკლები
# კონტაქტი
აპრილის დასაწყისში ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა. ზაზა სიხარულიძის „სჯანი“,პირველი სპექტაკლია ერთწლიანი პაუზის შემდეგ , რომელიც დასმა თეატრში მისული მაყურებელისთვის ითამაშა. თუმცა კოვიდ-რეგულაციების გამო თეატრში მაყურებლის რაოდენობა შეზღუდული იყო. პრემიერები გაგრძელდება და უახლოეს მომავალში რას ნახავენ თეატრისმოყვარულები -ამაზე დღევანდელი, 16 აპრილის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“სტუდიის სტუმრები იყვნენ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე და რეჟისორი გიორგი ქათამაძე.