ჯაზის შედევრები

01 მაისი 2021, 16:28 4000 ნახვა

ჯაზის შედევრები

ჯაზი... ეს ჟანრი უამრავ რომატიკულ სიმღერას ინახავს - ბილი ჰოლიდეის უძლიერესი ბალადებიდან, ელა ფიცჯერალდის მარადიულ ჰიტებამდე. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯაზი - იმ ყველაზე ღრმა გრძნობების სამარადჟამო გამოხატვის ფორმაა, რომელსაც ადამიანი განიცდის... დიახ, რა თქმა უნდა, სიმღერები სიყვარულზე თანამედროვე მუსიკაშიც, სხვადასხვა ფორმით, ჭარბადაა: ზოგი გიჟური მიჯაჭვულობის აღიარებაა, ზოგიც კიდევ - დაკარგული ან უპასუხო სიყვარულის მწუხარე ანარეკლი... თუმცა, სწორედ ჯაზური ნაწარმოებებია ყველაზე მეტად გაჯერებული გულწრფელობის წარმოუდგენელი პოტენციალით, შესაბამისად იგია ყველაზე იდეალური ფორმა, აღმატებული გრძნობების გამოსახატავად. ზოგჯერ, თითქოს ამ მათრობელ მუსიკაში, უგონოდ ვიძირებით...  FM ფანტაზიები გჩუქნით ასეთ შესაძლებლობას... ამ გადაცემაში, ერთად მოვუსმენთ უძლიერეს ჯაზ-კომპოზიციებს სიყვარულზე, რომლებიც ათწლეულების შემდეგაც კი, ამ ჟანრისა და თემატიკის რელიქვიად რჩებიან...