მუზეუმების საერთაშორისო კვირეული

17 მაისი 2021, 17:05 15557 ნახვა

მუზეუმების საერთაშორისო კვირეული

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა და ტრადიციულად, ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. 2021 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღის მთავარი თემაა: “მუზეუმების მომავალი:აღდგენა და განახლება“.

დღევანდელი, 17 მაისის გადაცემაში ვისაუბრეთ მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში აჭარის მუზეუმში დაგეგმილ აქტივობებზე .

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის მუზეუმის დირექტორი თეონა ზოიძე, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი საშა ლეკვეიშვილი და არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი ემზარ კახიძე.