მრავალფეროვნების კვირეული
# კონტაქტი
21 მაისი კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღეა დიალოგისა და განვითარებისათვის. ბათუმში ამ თარიღს პირველად მიეძღვნა კვირეული , რომელიც 18 მაისს დაიწყო და ხვალ დასრულდება. კვირეულის ფარგლებში ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩებმა ბათუმის ამერიკულ კუთხესთან ერთად სხვადასხვა ღონისძიება ჩაატარეს.
მრავალფეროვნების კვირეული იმართება კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ - მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.
დღევანდელი , 20 მაისის გადაცემა მრავალფეროვნების კვირეულს დაეთმო.
„კონტაქტის სტუდიის სტუმრები იყვნენ პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ უფროსი ოფიცერი ნინო გობრონიძე და თანასწორიბის ელჩი ბათუმში ლიკა ცინცაძე.