04 ივლისი 2021, 14:51 3242 ნახვა

ცვლილებები აჭარისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში

აჭარის ბიუჯეტი 85 მილიონი ლარით გაიზარდა - საიდან და როგორ მოხდა დამატებითი სახსრების მობილიზება პანდემიის პირობებში, როგორ გადანაწილდა მოპოვებული ფინანსური რესურსი პრიორიტეტების მიხედვით და რა იქნება შედეგები - შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე პასუხობს.

 მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის დაფინანსება იზრდება, ხოლო სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამისა მცირდება - როგორ და რატომ შეიცვალა კორექტირებული ბიუჯეტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პრიორიტეტები - შეკითხვებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ვახტანგ წულაძე პასუხობს.

 ბათუმის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარით გაიზარდა - რატომ არის ქალაქისთვის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები და რა მხარდაჭერა ექნება ბიზნესს ადგილობრივი თვითმმრთველობისგან პანდემიის პირობებში - შეკითხვებს ბათუმის მერის მოვალების შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი პასუხობს.