რუსეთმა და უკრაინამ თავიდან უნდა აიცილონ სამხედრო ბაზების განლაგება დასახლებულ რაიონებში - Human Rights Watch

21 ივლისი 2022, 13:13 477 ნახვა

საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთმა და უკრაინამ თავიდან უნდა აიცილონ სამხედრო ბაზების განლაგება დასახლებულ რაიონებში მანამ, სანამ ტერიტორიიდან  მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია არ განხორციელდება - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმანს რაით ვოთჩი” აცხადებს.

გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნის მიუხედავად,  ორივე მხარე მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხის ქვეშ აგდებს.

ანგარიშის თანახმად, იერიშების შედეგად არაერთი ადამიანი დაიხოცა ან დაიჭრა.

ორგანიზაციამ დასახლებულ რაიონებში რუსეთის სამხედრო ნაწილების განთავსების  4 შემთხვევა დოკუმენტურად დაადასტურა, 3 შემთხვევა უკრაინელი სამხედრო ნაწილების.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში