სკანდალი და პროტესტი უნგრეთში

14 დეკემბერი 2025, 11:31 127 ნახვა

უნგრეთში ბავშვებზე ძალადობის სკანდალის გამო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. უნგრეთის ათასობით მოქალაქემ, ოპოზიციის ლიდერის, პიტერ მაგიარის ხელმძღვანელობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციისკენ მსვლელობა გამართა. დემონსტრანტებს ხელში ეკავათ ბანერი წარწერით: „დაიცავით ბავშვები“. მოქალაქეები აპროტესტებდნენ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში რამდენიმე წლის წინ მომხდარ ძალადობას, რომლის ამსახველი კადრებიც ახლა გასაჯაროვდა.
კერძოდ, არასრულწლოვანთა ცენტრში მომხდარი ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. მას პროსტიტუციაში, ფულის გათეთრებასა და ადამიანებით ვაჭრობაში ედება ბრალი. პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შვიდი ადამიანია დაკავებული. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი