შსს-მ ფონიჭალაში მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

21 ივლისი 2022, 17:59 789 ნახვა

ფონიჭალაში მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე 2 მოქალაქე დააკავეს, ერთ-ერთი მათგანი დაზარალებულის შვილია. გამოძიების ინფორმაციით, ნ.ვ.-მ მიმდინარე წლის 19 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში, დედა - 1983 წელს დაბადებული ლ.გ. და მისი ნაცნობი მამაკაცი - 1968 წელს დაბადებული რ. მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, რ.მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ლ.გ.-ს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ვ. მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობართან - გ.ჯ.-სთან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში