ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო

15 დეკემბერი 2025, 17:32 129 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების სისხლის სამართლის საქმის განხილვა. დღეს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.  

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერის გამოკითხვაზე , საუბარია კომპანიაზე, რომელსაც ადვოკატების თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძე თანამდებობის დაკავებამდე ფლობდა.

მათი თქმით, ბუღალტრის ჩვენებით დადასტურდება, რომ ბურჭულაძისთვის წაყენებული ბრალი უსაფუძვლოა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულები არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი