უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს, რათა ბირთვული ომის საფრთხე თავიდან ავიცილოთ - ლუკაშენკო

22 ივლისი 2022, 11:47 787 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს, რათა ბირთვული ომის უფსკრულის თავიდან აცილება მოხდეს.

"მოდით, გავჩერდეთ და შემდეგ განვიხილოთ, როგორ ვიცხოვროთ. შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენს საუკუნეში, როცა ადამიანები საზღვრებსაც კი არაფრად ჩააგდებენ. ამისკენ მიდიოდა ყველაფერი, თავისუფლად გადავაადგილდებოდით. საზღვრები იყო პირობითი. ამიტომ, მოდით, გავჩერდეთ. არ არის საჭირო უფრო შორს წასვლა. წინ ბირთვული ომის უფსკრულია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ომის დაწყებასა და კონფლიქტის პროვოცირებაში დასავლეთი დაადანაშაულა. ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და დათანხმდეს, რომ ისინი არასდროს დაემუქრებიან რუსეთს და არ ექნებათ უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი, რომლითაც რუსეთს დაემუქრებიან.

"უკრაინა უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე და დათანხმდეს, რომ რუსეთს არასდროს დაემუქრება და უკრაინის ტერიტორიაზე არ ექნებათ ის იარაღი, რომელიც რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს მთავარია. დენაციფიკაცია და ა.შ ეს ფილოსოფიაა. მერწმუნეთ ეს ფილოსოფიაა, მთავარია რუსეთის უსაფრთხოება" - აცხადებს ლუკაშენკო "AFP"-თან ინტერვიუს დროს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში