უკრაინაში ომის 149-ე დღე

22 ივლისი 2022, 10:18 781 ნახვა

უკრაინაში ომის 149-ე დღეა, ქვეყნის ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს. გვიან ღამით კამატორსკში ოკუპანტების იერიშს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დონეცკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, რუსებმა გამოიყენეს „ისკანდერის“  ტიპის სარაკეტო სისტემა, განადგურდა სკოლა და 86 საცხოვრებელი შენობა.

სლავიანსკის მიმართულების რუსმა სამხედროებმა საარტილერიო დაბომბვა განახორციელეს რამდენიმე დასახლებაზე. გასული დღე -ღამის განმავლობაში იერიში მიიტანეს არაერთ ქალაქზე, ქალაქ ნიკოპოლზე, დნიპროპეტროვსკის ოლქში რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს. ხარკოვში მორიგ დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა 3 და დაშავდა 23 ადამიანი. 

უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი 36 383 დანაშაული დაარეგისტრირეს, მათივე ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 358 ბავშვი დაიღუპა და 683-ზე მეტი დაშავდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში