რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეშვიდე პაკეტით ევროკავშირმა შეზღუდვები 57 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა

22 ივლისი 2022, 14:09 591 ნახვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეშვიდე პაკეტით შეზღუდვები 57 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა.

სანქცირებულ ფიზიკურ პირებს შორის არიან მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი ადამ დელიხმანოვი, კემეროვის ოლქის გუბერნატორი სერგეი ცივილევი, ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი კოროლიოვი, რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარების მთავარსარდალი ვიქტორ სტრიგუნოვი, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა, მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი და მსახიობი ვლადიმირ მაშკოვი.

ახალი შემზღუდავი ზომები მოიცავს ექსპორტის კონტროლის გაფართოებას, " სბერბანკის" აქტივების გაყინვას, ასევე ემბარგოს რუსული ოქროს იმპორტზე. ამავდროულად, სანქციების ქვეშ მოექცევა 50-მდე რუსი ფიზიკური და იურიდიული პირი.

მეშვიდე პაკეტი, ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის სანქციების წინა 6 პაკეტის მხარდაჭერას, მათი ეფექტურობის გასაზრდელად. კერძოდ, გაძლიერდება კონტროლი რუსეთში მაღალტექნოლოგიური და ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე. სანქციები ასევე მოიცავს ევროკავშირში შესვლის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში