რეპრესირებულთა ხსოვნის დღე

22 ივლისი 2022, 14:12 835 ნახვა

დღეს რეპრესირებულთა ხსოვნის დღეა. თარიღი ხელვაჩაურში აღნიშნეს და პატივი მიაგეს რეპრესირებულთა ხსოვნას.

მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია რეპრესირებულთა რამდენიმე სამარხი, სადაც, გადმოცემის მიხედვით ადგილზე ხდებოდა სასიკვდილო განაჩენების აღსრულება.

აჭარაში კომუნისტური რეჟიმის რეპრესიებმა 670 ადამიანი შეიწირა.

საქართველოში რეპრესირებულთა ხსოვნის დღედ 22 ივლისი ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით, 2002 წლიდან გამოცხადდა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში