საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება რადგან გუშინ ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.
გამარჯვებისთვის კი ერთი კანდიდატისთვის 1376 ხმა იყო საჭირო. კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტური ორ კვირამდე ვადაში უნდა გაიმართოს. ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი 6 კანდიდატი იყო - ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრან ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი და მანუჩარ ჭუმბურიძე.
