დავა მოქალაქეებსა და მშენებლებს შორის 

22 ივლისი 2022, 18:03 700 ნახვა

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის ნომერ 13-ში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მეზობლად, დუმბაძის ქუჩაზე კომპანია „ახალი ერას“ მიერ წარმოებული მშენებლობის გამო დაზარალდნენ. დაიბზარა სახლები და ცხოვრება საფრთხის შემცველია. ამაზე მათ სამხარაულის დასკვნაც აქვთ. დაზარალებულები ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მოატყუეს.

დაპირდნენ, რომ საცხოვრებელ სახლებსაც აითვისებდნენ, თუმცა შემდეგ პირობა დაარღვიეს. სამშენებლო კომპანია „ახალ ერაში“ აცხადებენ, რომ ჰქონდათ სადავო სახლებში ინვესტიციების ჩადება, თუმცა ერთ-ერთ მეპატრონესთან შეთანხმება  ვერ მოხერხდა. კომპანია ახალ ერაში ამბობენ, რომ მათი მხრიდან მეზობლები არ დაზარალებულან.

დავა კი ახლა, სასამართლოში გრძელდება, თუმცა დაზარალებულები ამბობენ, რომ სამოქალაქო პროცესები წლებით იწელება, ამიტომაც დახმარებისთვის მერიას მიმართავენ.

ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში საქმე არის კერძო დავასთან და მერია ვერ ჩაერევა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში