ყადაღა პუტინის უკრაინელ მეგობარს 

23 ივლისი 2022, 10:19 806 ნახვა

უკრაინაში პრორუს ოლიგარქს ვიქტორ მედვედჩუკსა და  მის მეუღლეს აქტივები ჩამოართვეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პუტინის მეგობარს ჩამოართვეს 1,3 მილიონი გრივნის ოდენობის საბანკო ანგარიშები, ორი მიწის ნაკვეთი, ორის სასტუმრო კომპლექსი და კორპორაციული უფლებები საწესდებო კაპიტალით, რომელიც 38 მილიონ გრივნას შეადგენს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, ეს აქტივები რუსეთიდან იმართებოდა.

ამასთან, არსებული დოკუმენტებით მტკიცდება უკრაინაში რუსული ფულის ლეგალიზების სქემები, რომლებიც ანტიუკრაინული საქმიანობის დაფინანსებას ისახავს მიზნად.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში