თბილისი-ბათუმი-თბილისი მატარებლით მგზავრობა ძვირდება 

23 ივლისი 2022, 14:52 1469 ნახვა

ორშაბათიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე  ორსართულიანი  მატარებლებით  მგზავრობის  ღირებულება იზრდება, კერძოდ სამგზავრო ტარიფს ათ ლარამდე ემატება და  მეორე კლასი – 34 ლარი; პირველი  – 74, ბიზნეს კლასი  კი 124 ლარი იქნება.

ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზის სადგურის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში  აღნიშნულია, რომ ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ  მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში