ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს

23 ივლისი 2022, 21:14 1067 ნახვა

ზურაბ აზმაიფარაშვილი  ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს.

თესალონიკში ევროპის საჭადრაკო კავშირის გენერალურ ასამბლეას ევროპის 49 ქვეყნის ეროვნული საჭადრაკო ფედერაციის დელეგატი ესწრებოდა.

ევროპის საჭადრაკო კავშირის არჩევნებზე ფარული ხმის მიცემის შედეგად  ლეგენდარულმა ქართველმა  მოჭადრაკემ 44 ხმა მიიღო და მესამე ვადით აირჩიეს.
აზმაიფარაშვილის გუნდში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლატვიელი  დანა რეიზნიცე-ოზოლა იქნება. ვიცე-პრეზიდენტები კი ისლანდიელი გუნარ ბიორნსონი და  ინგლისელი  მალკოლმ პეინი. 

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირს პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებს და კიდევ 4 წლით   2026 წლამდე უხემძღანელებს.

აზმაიფარაშვილი სხვადასხვა დროს  საქართველოს ჭადრაკის ფედერაცის პრეზიდენტი და  შავი ზღვის საჭადრაკო ასოციაციის  პრეზიდენტი იყო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში