სპორტის მინისტრი იაპონიაში საქართველოს ძიუდოს ნაკრების საწვრთნელ შეკრებას დაესწრო

13 დეკემბერი 2025, 17:21 136 ნახვა

საქართველოს სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე იაპონიაში ოფიციალური ვიზიტისას ქართველი ძიუდოისტებს საწვრთნელ შეკრებას დაესწრო.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ძიუდოისტებს მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა და სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.

"საწვრთნელ შეკრებაზე ყოფნისას მინისტრი ლეგენდარულ იაპონელ ძიუდოისტებს: კოსეი ინუესა და შოჰეი ონოსაც შეხვდა.

 

საწვრთნელ შეკრებაზე ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა და საელჩოს წარმომადგენლები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი