სარაკეტო თავდასხმა ოდესის ნავსადგურზე

24 ივლისი 2022, 12:07 1150 ნახვა

ოდესის ნავსადგურზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. რუსი ოკუპანტების  სამიზნე ამჯერად  ნავსადგურის ინფრასტრუქტურა იყო, რომელიც მნიშვნელოვანი ტერმინალია შავ ზღვაზე. თავდასხმა  მარცვლეულის ექსპორტის განახლების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მეორე დღეს მოხდა.  უკრაინის სამხრეთის ოპერატიული  სარდლობის  განცხადებით, ოდესის სავაჭრო ნავსადგურს  ფრთოსანი რაკეტები   „კალიბრი“  ესროლეს.  ორი რაკეტა მიზანს მოხვდა, ორი საჰაერო თავდაცვამ მოიგერია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ თუ   22 ივლისს გაფორმებული შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ჩაიშლება, „რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მსოფლიო სასურსათო კრიზისის გამო“.  უკრაინის მხარის მიერ გავრცელებული ცნობებით, საჰაერო თავდასხმა მოხდა ასევე ცენტრალური უკრაინის ქალაქ კიროვოგრადზე, სადაც სამიზნე იყო სამხედრო აეროდრომი, სარკინიგზო სადგური. სულ მცირე სამი ადამიანია დაღუპული, არიან დაჭრილები.

ხერსონის რეგიონში კონტრშეტევა გრძელდება. უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა მოიგერიეს შეტევა ანტონოვის ხიდზე, რომელიც მდინარე დნეპრზეა გადებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში