ოდესაზე სარაკეტო თავდასხმას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა

24 ივლისი 2022, 11:02 577 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაგმო რუსეთის თავდასხმა ოდესაზე და განაცხადა, რომ მოსკოვმა დაარღვია სტამბოლში მიღწეული შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები.

„ეს თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ გუშინ ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულების საიმედოობას და ძირს უთხრის გაერო-ს, თურქეთისა და უკრაინის ძალისხმევას მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზების შესახებ.

რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაუარესებაზე და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესია და სრულად შეასრულოს შეთანხმება, რომელზეც დათანხმდა“ – განაცხადა სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში