გაერომ უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო

24 ივლისი 2022, 10:13 522 ნახვა

ომის დაწყების დღიდან გაერო-მ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრამილა პატენმა განაცხადა. 

მისი თქმით,  24 თებერვლის შემდეგ გაერო-მ ქალებზე, ბავშვებსა და მამაკაცებზე  იარაღის მუქარით ოჯახის წევრების თანდასწრებით ძალადობდნენ. პატენი აღნიშნავს, რომ სექსუალური ძალადობა არის დანაშაული, რომლის შესახებაც  ქრონიკულად არასაკმარისი ინფორმაციაა და რომ ისინი მხოლოდ აისბერგის წვერს ხედავენ.

გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის  შეფასებით, ეს ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ფორმაა, რომელიც სამხედრო კონფლიქტების დროს ძირითადად ჩადენილია ქალებისა და გოგონების მიმართ, მაგრამ ასევე მამაკაცებისა და ბიჭების წინააღმდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში