უკრაინაში აშშ-ის ელჩის ინტერვიუ

24 ივლისი 2022, 13:21 905 ნახვა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო  ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს რუსეთს როგორც ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების შესაძლებლობას. ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა.

„ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, ეს მოითხოვს საფუძვლიან ანალიზს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, მათ შორის ბევრს, რაც გამოიყენებოდა ასეთი სპონსორი ქვეყნის მიმართ- განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა. ამერიკის  ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა დააწესა „უპრეცედენტო რაოდენობის სანქციები და  მომავალშიც გააგრძელებს ამას.  

მანამდე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ მოუწოდა სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, რომ რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად გამოაცხადოს - წინააღმდეგ შემთხვევაში ამას კონგრესი გააკეთებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში