საფრანგეთში ძლიერი გვალვის გამო წყლის დეფიციტია

24 ივლისი 2022, 17:27 753 ნახვა

გვალვის გამო საფრანგეთის 88 დეპარტამენტში მოსახლეობას წყლის შეზღუდულად მოხმარებისკენ მოუწოდებენ. სტიქიამ  განსაკუთრებით  პეი დე ლა ლუარის და პუატუ-შარენტის რეგიონები დააზარალა.

გვალვა რამდენიმე კვირის განმავლობაში არანორმალურად მშრალმა და ცხელმა ამინდმა გამოიწვია, ზამთარში კი მცირე ნალექებმა მოსახლეობას წყლის მარაგების შევსების საშუალება არ მისცა.

ილ-დე-ფრანსის დეპარტამენტში 60 მუნიციპალიტეტი მდინარეების ორჟესა და რემარდეს აუზში გვალვის ზონად გამოცხადდა. ამ ზონებში  ბაღების დღისით მორწყვა აიკრძალა.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში