სოჭში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

24 ივლისი 2022, 16:39 892 ნახვა

სოჭში ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარე ბზუგუ ადიდდა, ქალაქის რამდენიმე რაიონი დაიტბორა. წყლის ნაკადებმა მანქანები გაიტაცეს. ქალაქის მერმა ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. პარასკევიდან შაბათის ჩათვლით სოჭში  გადაუღებლად წვიმდა.  

მდინარეების დონემ კრიტიკულ მაჩვენებლამდე აიწია. წვიმის გამო დაიტბორა ჯუბგა-სოჭის მიმართულებით საავტომობილო ტრასის  ორასმეტრიანი მონაკვეთი. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს განცხადებით,  სტიქიის შედეგად  სოჭის ოთხი რაიონი მთლიანად დაიტბორა.

ადამიანები ჩაკეტილ ავტობუსებში ჩარჩნენ, ავტომობილებს მოვარდნილი წყლის მასა იტაცებდა.  კვირას ღამით  წვიმის შემდეგ მდინარე ბზუგუ ადიდდა.  ქვესადგურების დატბორვას ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა.

ქალაქის მერმა ალექსეი კოპაიგოროდსკიმ თავის ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ 24 ივლისს ღამით ძლიერი წვიმის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში