დღეიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა ძვირდება

25 ივლისი 2022, 12:54 1225 ნახვა

დღეიდან, 25 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ორსართულიანი მატარებლით მგზავრობის საფასური  ძვირფება.

 მატარებელებით მგზავრობის ღირებულება კი ასეთია:

  •      მეორე კლასი - 34 ლარი;
  •      პირველი კლასი - 74 ლარი;
  •      ბიზნეს კლასი - 124 ლარი.

ჯერჯერობით უცვლელი რჩება თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება.

 ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტრანებისა და რკინიგზელებისთვის. მოქმედებს საბავშო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს.

საქართველოს რკინიგზის განმარტებით, ტარიფის ზრდის მიზეზებს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები წარმოადგენს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში