"მაიმუნის ყვავილი" პანიკის საფუძველს არ იძლევა - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წევრები. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ 21 დღის განმავლობაში "მაიმუნის ყვავილის" არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამირან გამყრელიძის თქმით კი, საქართველო "მაიმუნის ყვავილის" ვირუსს მომზადებული ხვდება. ცნობისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაა, ამ დაავადების სწრაფ გავრცელებას მიენიჭოს "საგანგებო მდგომარეობის" სტატუსი.