სამედიცინო აქცია ვეტერანებისთვის

30 მარტი 2025, 11:54 326 ნახვა

ოფთალმოლოგიური გამოკვლევები  ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. მორიგი სამედიცინო აქცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ლაიონსების თვალის კლინიკის ეგიდით, ამჯერად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარეობს.  მთელი დღის განმავლობაში  ბენეფიციარებს საშუალება აქვთ  სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ,  მიიღონ.   ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში