ომი უკრაინაში 

26 ივლისი 2022, 10:45 710 ნახვა

ხარკოვში რუსებმა ოკუპანტებმა ღამით ცენტრთან ახლოს ქალაქის ნაწილი კვლავ დაბომბეს. ამის შესახებ ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი იტყობინება და ამბობს, რომ ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია დაღუპულების შესახებ. დაარტყეს შენობას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამხედრო ინფრასტრუქტურასთან.

რუსებმა ოკუპანტებმა ავიაიერიშები ოდესის ოლქში, შავი ზღვის სანაპიროსთან არსებულ დასახლებულ პუნქტებზე მიიტანეს. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ვიტალი კიმის თქმით, დღეს დილით მიკოლაევზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და ავტოტრანსპორტის საწარმო. დაშავებულები და გარდაცვლილები არ არიან. 

ოკუპირებულ დონეცკში გასული ღამის განმავლობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. ხანძარი ქალაქ დონეცკის ბუდენოვსკის რაიონში გაჩნდა, სადაც ნავთობის საცავი დაიწვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში