ბიჭვინთაში რასაც ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა - პრეზიდენტი

26 ივლისი 2022, 12:46 826 ნახვა

ბიჭვინთაში რასაც ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ამ განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში დაგეგმილ პროექტს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება გახდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით კი რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში