ჩეხი ექსპერტები სავაჭრო პალატაში 

26 ივლისი 2022, 14:20 1039 ნახვა

ელექტრონული კომერციის შესახებ ტრენინგები უტარდებათ ბათუმში  მცირე და საშუალო  ბიზნესის წარმომადგენლებს. ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებით მეწარმეებს გამოცდილებას ჩეხი ექსპერტები უზიარებენ. შეხვედრა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში იმართება.

უცხოელი სპეციალისტები მონაწილეებს ასწავლიან, როგორ შექმნან  ელექტრონული მაღაზია, გამოიყენონ სოციალური ქსელი და  ასევე დაეუფლონ მარკეტინგულ უნარებს.

დასწრება თავისუფალია, შესაბამისად ტრენინგში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შუძლია.

პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში