სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

26 ივლისი 2022, 15:38 1096 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 10 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო ერთ მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, შეწყალებულთაგან ერთი ქალი მსჯავრდებულია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში