ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დასრულდა

26 ივლისი 2022, 17:27 1003 ნახვა

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. სემინარის დასკვნითი დღე ეროვნული უსაფრთხოების სისტემისთვის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის შესახებ მსჯელობას დაეთმო. დისკუსიების შემდეგ კურსის მსმენელებმა სიმულაციური კრიზისის სცენარის მიხედვით მომზადებული სამუშაო პრეზენტაციები წარადგინეს. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ინიციატივით ჩატარდა. სემინარი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და 2012 წლიდან ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში ყოველწლიურად ტარდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში