დარტყმა ბახმუტში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე

27 ივლისი 2022, 14:13 591 ნახვა

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო ავრცელებს. თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე მოხდა.

თავდასხმის შედეგად განადგურდა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი გადარჩენილის ამოყვანა შეძლეს, ერთი  კი დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში