„რაშა თუდეის“ აკრძალვამ კრემლი აღაშფოთა

27 ივლისი 2022, 17:13 964 ნახვა

კრემლი „უკიდურესად უარყოფითს“ უწოდებს ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მაუწყებლის რაშა თუდეის აკრძალვას. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ საპასუხოდ მსგავს ზომებს მიიღებს დასავლური მედიის წინააღმდეგ. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ რაშა თუდეის არ შეუძლია ევროპაში მუშაობა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ტელეარხი მაუწყებლობას განაახლებს.  ევროკავშირის სასამართლომ მხარი დაუჭირა ევროგაერთიანების მიერ რუსული ტელეარხის წინააღმდეგ მარტში დაწესებულ აკრძალვას. ბრიუსელმა რაშა თუდეი უკრაინაში რუსეთის ქმედებების შესახებ სისტემატური დეზინფორმაციის გამო აკრძალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში