გერმანული ავიაკომპანია ლუფთჰანზას სახმელეთო პერსონალი გაიფიცა

27 ივლისი 2022, 17:13 802 ნახვა

ხელფასის გაზრდის მოთხოვნით დილიდან გერმანული ავიაკომპანია ლუფთჰანზას სახმელეთო პერსონალი გაიფიცა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრანკფურტის აეროპორტში გაუქმდა 678 რეისი, რომლითაც საერთო ჯამში 92 ათასამდე მგზავრს უნდა ესარგებლა. მიუნხენის აეროპორტმა 345 რეისი გააუქმა, რამაც დაახლოებით 42 ათასი მგზავრი დააზარალა. პროფკავშირი დაახლოებით 20 ათასი თანამშრომლისთვის 12 თვის განმავლობაში ხელფასის 9.5%-ით გაზრდას და მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დადგენას 13 ევროს ოდენობით მოითხოვს. გამაფრთხილებელი გაფიცვა 28 ივლისის დილის 6 საათამდე გაგრძელდება. გაფიცვას წინ უძღოდა პროფკავშირის და ავიაკომპანიის წარმომადგენლების უშედეგო მოლაპარაკება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში