რაგბის კლუბი ''ბათუმი'' ორი ტურნირისთვის ემზადება

28 ივლისი 2022, 11:34 1492 ნახვა

სარაგბო კლუბი ''ბათუმი'' ახალი სეზონიდან რაგბი ევროპის სუპერთასზე ითამაშებს. გუნდი პარალელურ რეჟიმში ''დიდი-10'' სეზონისთვისაც ემზადება.

გადაცემა ''დილის რადიოში'' სტუმრობისას კლუბის დირექტორმა გელა ქობულაძემ და უმაღლესი გუნდის ხაზის მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ მზადების პროცესზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

''ჩვენ როგორც კი გავხდით ჩემპიონი, გვქონდა კომუნიკაცია რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან, რომლების ჩაერთნენ რაგბი ევროპასთან მოლაპარაკებაში და შედეგიც სახეზე გვაქვს'', - განაცხადა გელა ქობულაძემ.

პალიკო ჯიმშელაძემ გუნდის მზადების პროცესზე ისაუბრა.

''ჩვენ გავიარეთ 1 კვირიანი მომზადება ქობულეთის სამხედრო ბაზაზე, გადაგვამზადეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა და ძალიან კარგი საწვრთნელი პროცესი გამოვიდა. ამ დატვირთული მზადების შემდეგ გუნდი რამდენიმე დღე დაისვენებს .ამ კვირაში ბათუმში ორი ვარჯიში გვექნება და შემდეგი კვირიდან იმ 5 კვირიანი გეგმის შესრულებას შევუდგებით რომელიც წინასწარ იყო გაწერილი '' - ისაუბრა ჯიმშელაძემ.

კლუბის დირექტორმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან გუნდს ფინანსური უზრუნველყოფა ექნება.

''ფინანსები სჭირდება ამ ყველაფერს , გუნდმა წარმატებით რომ იასპარეზოს როგორც დიდ-10 ში ასევე ევროპის სუპერთასსზე.ამისთვის შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და როგორც ბოლო წლების განმავლობაში მხადარდაჭერა გვქონდა, ასე გაგრძელდება ამ სეზონშიც'' - განაცხადა ქობულაძემ.

''ბათუმი'' აღმოსავლეთ კონფერენციაში სუპერთასის პირველ გამარჯვებულ „შავ ლომთან“ , ისრაელის „თელავივ ჰითთან“, და რუმინულ ფრენჩაიზვულვზთან “ ერთად ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში