აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით საქველმოქმედო ფონდ "იალქანს" მიუსაფარი ბავშვების დღის ცენტრის მშენებლობისთვის ქობულეთში მიწის ფართი გადაეცა

28 ივლისი 2022, 12:44 898 ნახვა

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქველმოქმედო ფონდ „იალქანს“, მიუსაფარი ბავშვების დღის ცენტრის მშენებლობის განხორციელების მიზნით ქობულეთში 1500 კვ მიწის ფართი გადასცა.

ახალი ცენტრი დამატებით 30 ბავშვზე იქნება გათვლილი და 24 საათის განმავლობაში მოემსახურება შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარებს.

„როგორც იცით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს მაცხოვრებლებზე ზრუნვას და განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტებს სწორედ ბავშვები წარმოადგენენ. ორი წლის წინ, ფონდ „იალქანს“ გადავეცით ფართი, რომლის საფუძველზეც მოეწყო დღის ცენტრი, რომლითაც 80-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით,  ფონდს ქობულეთში გამოვუყოთ მიწის ნაკვეთი, სადაც მოეწყობა ახალი 24 საათიანი ცენტრი და მოემსახურება 30-ზე მეტ ბავშვს“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში