რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი დააჯარიმეს

28 ივლისი 2022, 19:21 979 ნახვა

ჯარიმა რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის - ასეთია სასამართლოს გადაწყვტილება, რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის მარინა ოვსიანიკოვას საქმეზე. ის რამდენიმე დღის წინ მოსკოვში, საკუთარ სახლთან დააკავეს და კრასნოსელსკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. რუსმა ჟურნალისტმა ომის საწინააღმდეგო პიკეტი გამართა კრემლის მახლობლად. მის პოსტერზე ეწერა: „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან“

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში