მეტროში, არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

29 ივლისი 2022, 11:20 882 ნახვა

არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს, ნუკრი ბაქრაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას 12-დან 8 ნაფიც მსაჯულმა დაუჭირა მხარი.

შემთხვევა 2022 წლის 24 იანვარს ისნის მეტროსადგურში მოხდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცემის საქმეზე 2 პოლიციელი, კახა ბაკაშვილი და ნუკრი ბაქრაძე, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით დააკავეს.

კახა ბაკაშვილი, სასამართლოს გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან 14 ივლისს გათავისუფლდა. ადვოკატის ინფორმაციით, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა, რაც სასამართლომ გაითვალისწინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში