პოლიციამ ცხვარიჭამიაში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შვიდი პირი დააკავა

29 ივლისი 2022, 13:27 918 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შვიდი პირია დაკავებული.

სამართალდამცავებმა  შვიდი პირი ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მკვლელობა ცხვარიჭამიაში მოხდა, მოკლულია 20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც სავარაუდოდ გულის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში